რომის პაპის თქმით, უკრაინაში ომი „იარაღის ინფანტილური ლოგიკით" ვერ დასრულდება, ამისთვის საჭიროა დიალოგი.
„მე ვსაუბრობ ომზე, რომლის მსხვერპლიც გახდა ტანჯული უკრაინა...და სხვა კონფლიქტები, რომლებიც იარაღის ინფანტილური ლოგიკით არასდროს გადაწყდება. ეს კონფლიქტები მხოლოდ დიალოგის რბილი ძალით გადაწყდება“, - აღნიშნა პაპმა ფრანცისკემ.
პონტიფიკოსმა გაიხსენა ბაჰრეინში მისი ბოლო ვიზიტი და დიალოგის პრაქტიკის აუცილებლობაზე ისაუბრა.
„ბაჰრეინში, როგორც ჩვეულებაა აღმოსავლეთში, ადამიანები გულზე ხელებს იდებენ, როცა ვინმეს ესალმებიან. მე ასევე ვაკეთებდი იმისთვის, რომ ვისაც შევხვდი, საკუთარ თავში ამ ადამიანებისთვის ადგილი შემექმნა. მიმღებლობის გარეშე დიალოგი ცარიელი რჩება, ის რჩება იდეების საქმედ და რეალობაში ვერ ხორციელდება“, - დასძინა პაპმა ფრანცისკემ.